PreloaderPreloader

დაუკავშირდი

Popup Close
  • Google
  • Apple
  • Facebook

შეიყვანეთ მინიმუმ 8 სიმბოლო

ავტორიზაცია

Popup Close
დაგავიწყდათ პაროლი?
  • Google
  • Apple
  • Facebook

დაგავიწყდათ პაროლი?

Popup Close

შეთანხმება

ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა და სარგებლობის წესები და პირობები

 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებს და ინფრომაციის დაცვის პოლიტიკას.

ჩვენს ვებ-გვერდზე შესვლისას ან ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით, გაიგეთ და სრულად ეთანხმებით სარგებლობის ამ წესებს და პირობებს (შემდგომშისარგებლობის წესები) და ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას (შემდგომში - პოლიტიკა). თუ თქვენ სრულად არ ეთანხმებით მათ, გთხოვთ, არ განაგრძოთ ჩვენი ვებ-გვერდით ან/და სხვა სერვისებით შემდგომი სარგებლობა.

 

I - სარგებლობის წესები და პირობები 

უკანასკნელი ცვლილების თარიღი: 15 თებერვალი 2018.

  

წინამდებარე სარგებლობის წესით განსაზღვრულია ვებ-გვერდზე beautybox.ge, beautybox.ge-ის ქვედომენური დონის საიტებზე ხელმისაწვდომი ციფრული სერვისებით, beautybox.ge-ის მობილური აპლიკაციებით ან/და მათი ცალკეული ფუნქციებით სარგებლობის წესები და პირობები.

 

გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა

- beautybox.ge, “ჩვენ”, მიმწოდებელი ან/და შემსრულებელი - კომპანია შპსბიუთი ბოქსისაიდენტიფიკაციო კოდი 405237854 და მისი ვებ-გვერდიbeautybox.ge;

- მომხმარებელი/შემკვეთი/თქვენ - beautybox.ge-ისვებ-გვერდის სერვისებით მოსარგებლე პირი, მათ შორის, beautybox.ge-ის ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული პირი, რომელსაც სურს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროდუქტის/სერვისის მიღება; ასევე, ვებ-გვერდზე შემოსული ნებისმიერი სტუმარი.

- სერვისი - ვებ-გვერდზე beautybox.ge, beautybox.ge-ის ქვედომენური დონის საიტებზე beautybox.ge-ის მობილური აპლიკაციებით ან/და მათი ცალკეული ფუნქციებით ხელმისაწვდომი ციფრული სერვისები და პროდუქტი;

- პროდუქტი -  ბოქსი“, აგრეთვე,სხვადასხვა სახის კოსმეტიკური და ჰიგიენის საშუალებები და სხვა მსგავსი პროდუქტები ან მათ შესახებ სააქციო შეთავაზებები (ფასდაკლების ბარათი და სხვ.), ასევე,  ჩვენს მიერ შეთავაზებული ნებისმიერი სახის მომსახურება/მომსახურების გაწევის პირობა (ვაუჩერი, შეთავაზება, ფასდაკლების ბარათი და მისთ.).

- ბოქსი – “ბიუთი ბოქსი”-სმიერ სპეციალური დიზაინით შექმნილი ყუთი, რომელშიც განთავებულია ქალბატონებისთვის განკუთვნილი პროდუქტები;

ერთიანი ანგარიში - beautybox.ge-ის ვებ-გვერდზე მომხმარებლის რეგისტრაციისას შექმნილი ანგარიში.

- ბილინგის პოლიტიკა - ყოველწლიური და სასაჩუქრე ბოქსების შეკვეთის შემთხვევაში, მომხმარებლის ბარათიდან თანხა ჩამოიჭრება ერთიანად, ხოლო ყოველთვიური ბოქსების შეკვეთის შემთხვევაში თანხების ჩამოჭრის პროცედურა არსებული მომხმარებლებისთვის დაიწყება მიმდინარე თვის 27 რიცხვიდან და გაგრძელდება მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.

- შეკვეთა - შემკვეთის მიერ პროდუქტის გამოწერის/ყიდვის განხორციელება beautybox.ge-ზე.

- პარტნიორი კომპანია - ბოქსში განთავსებულ პროდუქტთა მწარმოებელი ან/და მომწოდებელი იურიდიული პირი.

- თითოეულ ყუთში შედის 5-7  სილამაზის ნივთი - მაკიაჟი, კანის მოვლის, თმის ან თავის მოვლის საშუალებები სხვადასხვა ზომის. Beauty Box ყოველთვის შეიცავს მინი-ჟურნალს, რომელიც შეიცავს პროდუქტის მიმოხილვებს, მალსახმობებს და გაყიდვის კუპონებს.
- მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს თანხის დაბრუნება, სანამ მათ მისამართზე მიიღებენ ყუთს. მომხმარებლებმა მხარდაჭერის ჯგუფს უნდა გამოაგზავნონ მოთხოვნა ავტორიზებული ელექტრონული ფოსტით - info@beautybox.ge

 

BEAUTYBOX.GE

შპსბიუთი ბოქსივებ-გვერდ beautybox.ge-ის საშუალებით, ახდენს პარტნიორი კომპანიების მიერ წარმოებული/მოწოდებული/ბარტერით გაცვლილი/ნაყიდი ან სხვაგვარად მიღებული პროდუქტებით დაკომპლექტებულ ბოქსთა შეძენისა და დანიშნულების პუქნტში მიწოდების საჯარო შეთავაზებას მომხმარებელთათვის;ბოქსის შესაძენადმომხმარებელი უფლებამოსილია ვებ-გვერდ beautybox.ge-ზე  გაიაროს რეგისტრაცია და ერთიანი ანგარიშიდან პირადი ხარჯით განახორციელოს შეკვეთა.

 

პირველად ბოქსის შეკვეთის განხორციელებისას მომხმარებელი ტრანზაქციის შესრულებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში იღებს იმ თვის ყუთს, რომელშიც მოხდა გამოწერა და ანგარიშსწორება.

 

წინა თვეში რეგისტრირებულ მომხმარებელთა ის ნაწილი, რომელსაც ბილინგის პოლიტიკის შესაბამისად ჩამოეჭრა მომდევნო თვის ბოქსის ღირებულება, გამოწერილ ბოქსებს მიიღებს მომდევნო თვის 1-დან  15 რიცხვამდე პერიოდში, ერთიან ანგარიშში მიე მიერ მითითებულ მისამართზე.

  

1. ზოგადი წესები და მოქმედების სფერო

სარგებლობის წესები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას პროდუქტების/სერვისების მომხმარებელსა/შემძენსა და საქონლის/სერვისების მომწოდებელს შორის.

 

თქვენ აცხადებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის ან ვებგვერდს სტუმრობთ მშობლის ან კანონიერი მეურვის თანდასწრებით, იმ წესების დაცვით, რასაც საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს.

 

თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდის სერვისებით სარგებლობის ფაქტი, ყოველ მიზეზ გარეშე, ავტომატურად მოგაქცევთ სარგებლობის წესების მოქმედების სფეროში და გულისხმობს იმას, რომ თქვენთვის ცნობილია სარგებლობის წესებით განსაზღვრული წესები და პირობები და სრულად ეთანხმებით მათ.

 

 

2. რეგისტრაცია და ერთიანი ანგარიშის გაუქმება 

ჩვენი სერვისებით სარგებლობის დროს, თქვენი სურვილით ან ჩვენი მოთხოვნით, შესაძლებელია beautybox.ge-ის ერთიანი ანგარიშის რეგისტრაცია.

 

თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი ანგარიშის პაროლის, ანგარიშთან დაკავშირებული იდენტიფიკატორების და ანგარიშით განხორციელებული ყველა აქტივობის კონფიდენციალურობის დაცვაზე.

 

beautybox.ge-ის ერთიანი ანგარიშის რეგისტრაციით თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ სარეგისტრაციო ფორმით გაგზავნილი ინფორმაცია არის უტყუარი, ზუსტი, უახლესი და სრული და თქვენ იზრუნებთ ამ ინფორმაციის დროდადრო განახლებაზე მათი უტყუარობის, სიზუსტის, სიახლის და სისრულის უზრუნველსაყოფად.

 

მომხმარებელს შეუძლია გააუქმოს ყოველთვიური გამოწერა ყოველი თვის 27 რიცხვამდე (მანამ, ვიდრე ბილინგის სისტემა დაიწყებს მომდევნო თვის ბოქსების თანხების ჩამოჭრას). იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გააუქმებს გამოწერას 27 რიცხვიდან თვის ბოლომდე, მას ჩამოეჭრება მომდევნო თვის ბოქსის საფასური, მიიღებს მომდევნო თვის ბოქსს და გაუქმება ძალაში შევა შემდეგი თვიდან.

 

 

3. წვდომის შეზღუდვა

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავაუქმოთ თქვენი beautybox.ge-ის ერთიანი ანგარიში ან სხვაგვარად შევზღუდოთ თქვენი წვდომა ჩვენს პროდუქტებზე/სერვისებზე, სრულად ან ნაწილობრივ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ სრულად და ჯეროვნად არ შესრულდება წინამდებარე სარგებლობის წესებით დადგენილი პირობები და დებულებები.

 

თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი ჩვენ მიერ ზემოაღნიშნული უფლების რეალიზების შედეგად თქვენთვის ან ნებისმიერი მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანზე (ზარალზე).

 

4. მომხმარებლის შექმნილი კონტენტი

სერვისები ან მათი ცალკეული კომპონენტები, შესაძლოა, მომხმარებლებს აძლევდეს საშუალებას, გამოაქვეყნონ კონტენტი ან კომუნიკაცია დაამყარონ სხვა მომხმარებლებთან. ასეთი კონტენტი შესაძლოა იყოს ტექსტური, გრაფიკული აუდიო, ვიდეო ან სხვა ნებისმიერი ფორმით არსებული (შემდგომშიმომხმარებლის კონტენტი).

 

სერვისებით სარგებლობის დროს, მომხმარებლის კონტენტის შექმნით, თქვენ აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ არ გამოაქვეყნებთ ისეთ კონტენტს, რომელიც: ) არღევევს ან ზღუდავს საავტორო, პატენტების, სასაქონლო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, კომერციული საიდუმლოების ან ნებისმიერი პირის საკუთრების უფლებას; ) არის ცილისმწამებლური, მუქარის შემცველი, დისკრედიტირებადი, უხამსი, შეურაცხმყოფელი, პორნოგრაფიული ან შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს ან საერთაშორისო სამართლის თანახმად; ან ) შეიცავს შეცდომებს, ვირუსებს, მახეებს, worm-სა და trojan horses- ან სხვა საზიანო კოდებსა და საკუთრებას.

 

beautybox.ge არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ გამოქვეყნებული კონტენტის შინაარსზე. მომხმარებლის მიერ ასეთი კონტენტის გამოყენება ხდება საკუთარი რისკის ხარჯზე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას მომხმარებლის კონტენტის ან მისი ნაწილის სინამდვილეზე, სისწორეზე, გონივრულობაზე, სანდოობაზე ან სისრულეზე.

 

მომხმარებლის კონტენტი იქმნება მკაცრად არა-კომერციული, პერსონალური მოხმარებისთვის. დაუშვებელია მომხმარებლის კონტენტში ფიგურირებდეს ნებისმიერი სხვა კომერციული თუ არაკომერციული სუბიექტის რეკლამა, თუ ამაზე არ არსებობს ჩვენი წინასწარი თანხმობა.

 

მომხმარებლის კონტენტის შექმნით, თქვენ, ასეთ კონტენტზე და მის შემადგენელ კომპონენტებზე, სრულად ან ნაწილობრივ, beautybox.ge- გადასცემთ გლობალურ, გამოუხმობ, უვადო, უსასყიდლო, არაექსკლუზიურ და ქველიცენზირებას დაქვემდაბარებულ ლიცენზიას მომხმარებლის კონტენტის ჩვენების, გავრცელების, რეპროდუცირების, გადაცემის, გამოქვეყნების, შესრულების, თარგმნის, შეცვლის, ადაპტაციის, წაშლის, მოდიფიცირების, გარდაქმნის, დერივატიული ნაწარმოების შექმნის უფლებით. beautybox.ge უფლებამოსილია ლიცენზიით მინიჭებული უფლებები გამოიყენოს საკუთარი აბსოლუტური დისკრეციის შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით.

 

 

5. საავტორო უფლებები 

ის მასალა, რომელიც თქვენთვის ხელმისაწვდომი სერვისებით სარგებლობის განმავლობაში ხდება, (შემდგომშიკონტენტი), განკუთვნილია თქვენი პერსონალური, არაკომერციული გამოყენებისთვის.

 

კონტენტი დაცულია საავტორო უფლებებით, წარმოადგენს beautybox.ge- ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს და მათზე სრულად ვრცელდება beautybox.ge- საკუთრების, საავტორო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანმდევი ქონებრივი და არაქონებრივი უფლება.

 

აკრძალულია კონტენტის, მთლიანად ან ნაწილობრივ, გამოქვეყნება, რეპროდუცირება, დისტრიბუცია, შესრულება, მოდიფიცირება, გარდაქმნა, გადაცემა, შენახვა ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით ექსპლოატაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჩვენ მიერ გაიცა წინასწარი თანხმობა.

 

 

6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ სერვისებით ან მათი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან დაცული. მსგავსი სახის რისკებისგან თავდასაცავად, თქვენ უფლებამოსილი ხართ, მიიღოთ და დანერგოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, სერვისებით სარგებლობის დროს კომპიუტერულმა დაინფიცირებამ ან პროგრამული ნაწილის ნებისმიერმა დესტრუქციულმა ელემენტმა გამოიწვიოს.

 

აგრეთვე, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, ჩვენი სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს.

 

ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არ ვართ ბოქსით მოწოდებული პროდუქციის მწარმოებლები, და ისინი წარმოებულნი არიან შესაბამისი ბრენდების მიერ, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ბოქსით თქვენთვის მოწოდებული პროდუქციის ხარისხსა და შემადგენლობაზე. პროდუქტის გამოყენებამდე თქვენ ყურადღებით უნდა წაიკითხოთ პროდუქციის ეტიკეტები ან და მისი შეფუთვის ჩანართები და მკაცრად დაიცვათ მწარმოებელი ბრენდის ყველა  მითითება, ინსტრუქცია და გაფრთხილება, რათა თავიდან აიცილოთ ალერგიული რეაქციები ან სხვა გვერდითი მოვლენები.

 

7. ბმულები 

beautybox.ge შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა ვებგვერდებთან დასაკავშირებლად, რომლებიც ეკუთვნის და ოპერირებს სხვა კომპანიების ან პირების მიერ. თუ თქვენ გამოიყენებთ მსგავს ბმულს, თქვენ გადამისამართდებით შესაბამის გვერდზე. დაიმახსოვრეთ, რომ მათი ფუნქციონირება არ გვეხება ჩვენ, ამიტომ გთხოვთ, გადახედოთ მათი სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ ვერ ვახორციელებთ კონტროლს და შესაბამისად პასუხს არ ვაგებთ სხვისი ვებგვერდის შემადგენლობასა, პოლისებსა და პრაქტიკაზე.

 

 

8. კონფიდენციალურობა 

ჩვენი ვებ-გვერდის ციფრული სერვისებით სარგებლობით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და სრულად ეთანხმებით ჩვენი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას რომელიც წარმოადგენს წინამდებარე სარგებლობის წესების განუყოფელ ნაწილს და რომელზეც სრულად ვრცელდება სარგებლობის წესებით გათვალისწინებული ყველა პირობა და დებულება.

 

 

9. სარგებლობის წესების ცვლილება

წინამდებარე სარგებლობის წესები ნებისმიერ დროს ექვემდებარება გადახედვას და შეცვლას თქვენთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ცვლილება, ანდა დამატება ძალაში შედის beautybox.ge-ზე გამოქვეყნებისთანავე. სარგებლობის წესების პირველი აბზაცი მიანიშნებს იმ თარიღს, თუ როდის მოხდა სარგებლობის პირობების უკანასკნელი ცვლილება. თქვენს მიერ ჩვენი სერვისების გამოყენება ცვლილებების ან დამატებების განხორციელების შემდეგ ნიშნავს თქვენს თანხმობას ახალ პირობებზე. 

 

10. ინდემნიტეტი

თქვენ აცხადებთ თანხმობას და იძლევით გარანტიას, რომ სრულად აუნაზღაურებთ beautybox.ge-, მის მფლობელ, შვილობილ ან აფილირებულ კომპანიებს, დირექტორებს, თანამშრომლებს, აქციონერებს და მეწილეებს ყოველგვარ ზიანს, ზარალს, დანახარჯს, თუ ასეთი ზიანი, ზარალი ან დანახარჯი დადგება თქვენს მიერ წინამდებარე სარგებლობის წესებით განსაზღვრული პირობებისა და დებულებების არასრული და არაჯეროვანი შესრულების/გამოყენების შედეგად.

 

11. მოქმედი კანონმდებლობა და იურისდიქცია

სარგებლობის წესები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობისშესაბამისად. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობასთან/შეძენასთან, ასევე ამ სარგებლობის წესების დებულებებთან,  უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.

 

წინამდებარე სარგებლობის წესების ცალკეული დებულების ბათილობა  არ იწვევს დანარჩენი წესებისა და დებულებების ბათილობას და  იგი ჩანაცვლდება იმ წესით ან დებულებით, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ბათილიწესის ან დებულების მიზანთან.

 

 

 

II - ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა

წინამდებარე პოლიტიკა წარმოადგენს ჩვენი სერვისებით სარგებლობის წესების და პირობების ინტეგრალურ ნაწილს და პოლიტიკაზე სრულად ვრცელდება სარგებლობის წესებისა და პირობების მოქმედება.ტერმინებს, რომელიც გამოყენებულია ამ პოლიტიკაში, აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც სარგებლობის წესებში.

 

თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაშინ თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ჩვენ შევაგროვოთ და გამოვიყენოთ ის ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ პოლიტიკით.

 

 

პოლიტიკის მიზნები და მოქმედების სფერო

წინამდებარე პოლიტიკა განსაზღვრავს ვებგვერდის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, გამოყენებასთან და გამჟღავნებასთან დაკავშირებულ საკითხებს. პოლიტიკის მიზანია იმ პირების პერსონალური ინფორმაციის დაცვა, რომლებიც სარგებლობენ Beautybox.ge პორტალით და სერვისებით. ეს პოლიტიკა გამოიყენება იმისათვის, რომ ვებგვერდის მომხმარებელი გაეცნოს ჩვენ პოლიტიკას პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, გამოყენებასთან და გამჟღავნებასთან დაკავშირებით.

 

წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე და პერსონალურ მონაცემზე, რომელიც თქვენ მიერ Beautybox.ge პორტალის და სერვისების გამოყენების შედეგად მოიპოვება Beautybox.ge- მიერ. პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების იმ ვებგვერდებზე ან/და სერვისებზე, რომლებიც არ არიან Beautybox.ge-სთან აფილირებული, მაგრამ შესაძლოა ასეთ ვებგვერდებთან ან/და სერვისებთან კავშირი Beautybox.ge პორტალის ან სერვისების საშუალებით იყოს შესაძლებელი (შემდგომშიმესამე პირების ვებგვერდები). Beautybox.ge არ არის პასუხისმგებელი და არ აქვს გავლენა არც მესამე პირების ვებგვერდების ან/და სერვისების შემცველ მასალებზე და არც მათი ინფორმაციის დაცვის პრაქტიკაზე.

 

ინფორმაციის შეგროვების მიზანი

ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც გვაწვდით Beautybox.ge პორტალის ან სერვისების მეშვეობით, მაგალითად როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები (მათ შორის და არა მხოლოდ სახელი, სქესი, მისამართი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ფინანსური ინფორმაცია (რაც გულისხმობს თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დეტალებს), თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, Beautybox.ge პორტალის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ და თქვენი ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი და ხანგრძლივობა)) ვებგვერდის სარეგისტრაციო გვერდზე ან მაშინ, როდესაც ჩვენს ვებგვერდზე სიახლეების მისაღებად რეგისტრირდებით.

 

ჩვენ ვაგროვებთ ყველა იმ მონაცემს, რომელიც თქვენ შეგყავთ საკუთარ ერთიან ანგარიშზე და თქვენ ამით გვანიჭებთ უფლებას გამოვიყენოთ ის პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის. კერძოდ, ბოქსებში პროდუქტის განთავსებისა და შერჩევის მიზნით, ასევე, მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით. თქვენ, ასევე, გვანიჭებთ უფლებას პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის დაგიკავშირდეთ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონზე, ელექტრონულ ფოსტასა და სოციალური მედიის გვერდის ანგარიშებზე.

 

ინფორმაციას თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათების შესახებ ჩვენ ვინახავთ დაცულ სისტემაში, ბანკიის სერვერზე.

 

Beautybox.ge გამოიყენებს (დაამუშავებს) თქვენს პერსონალურ მონაცემებს:

 

· Beautybox.ge პორტალის და სერვისების ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის,

· კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის,

·  ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად,

·  წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის.

 

 

როგორ ვაგროვებთ და ვინახავთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?

Beautybox.ge იყენებს ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა ქუქი-ჩანაწერი ან თეგი (შემდგომშითრექინგის ტექნოლოგია), იმისთვის, რომ შევაგროვოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია  და გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდს.

 

ქუქი-ჩანაწერების ან თეგების ტექნოლოგია გვეხმარება ვმართოთ და გავაუმჯობესოთ Beautybox.ge პორტალის და სერვისების გამოყენებადობა. თქვენ გაქვთ საშუალება დათანხმდეთ, ან უარი თქვათ თრექინგ ტექნოლოგიების გამოყენებაზე, როდესაც ის იგზავნება თქვენ კომპიუტერზე. თუ თქვენ უარს იტყვით მის მიღებაზე, შეიძლება გარკვეული სახის მომსახურებები შეგეზღუდოთ.

 

ვის გადავცემთ BEAUTYBOX.GE პორტალზე და სერვისებზე თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას? 

Beautybox.ge- შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს, მის ან მისი აფილირებული პირების აგენტებს ან Beautybox.ge-სთვის პროდუქტების/სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს თქვენი ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. ჩვენთან აფილირებული პირებს, აგენტებს და პროდუქტების/სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს, რომლებსაც Beautybox.ge პორტალის ან სერვისების მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ასევე გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.

ჩვენ შეიძლება მივაწოდოთ თქვენი ინფორმაცია ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერს. ჩვენ წარმოგიდგენთ მომსახურებასა და პროდუქტებს მესამე მხარეების მეშვეობით. მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერები ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციებს ჩვენი სახელით. ასეთი ფუნქციები მოიცავს ჩვენი ადმინისტრაციული და სარეკლამო ელექტრონული ფოსტის გაგზავნასა და გავრცელებას. ჩვენ შეიძლება მივაწოდოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ამ პროვაიდერებს, რათა მათ შეასრულონ შეკვეთები, გაგზავნონ ამანათები, გაგზავნონ ელექტრონული და საფოსტო გზავნილები,

წაშალონ განმეორებადი ინფორმაცია მომხმარებელთა სიიდან, მოახდინონ მონაცემთა ბაზის ანალიზი, განახორციელონ მარკეტინგული დახმარება, განახორციელონ ძებნის შედეგები და ბმულები, უზრუნველყონ საკრედიტო ბარათით გადახდები, მართონ ვებ-გვერდი, აღმოფხვრან ხარვეზები და განახორციელონ მომხმარებელთა მომსხურება. ჩვენ შეიძლება ასევე მოვიპოვოთ თქვენი პირადი ინფორმაცია იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირებისაგან, რომლებთანაც ჩვენ ბიზნეს-ურთიერთობანი გვაკავშირებს და მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მომსახურების პროვაიდერებს ჩვენი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულების მიზნით. ასევე, ყოველთვიური ბილინგის პროცედურიდან გამომდინარე, ჩვენ პერიოდულად (ბილინგის პოლიტიკის შესაბამისად) ჩვენს მომსახურე ბანკს ვუგზავნით მოთხოვნას თქვენი ბარათიდან თანხის ჩამოჭრის თაობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ პარტნიორებს და მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს, რათა მათ შეიმუშაონ და გამოაქვეყნონ საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გამოყენება ამ პირთა მიერ შეიძლება დარეგულირდეს მხოლოდ მათი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკით და არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს.

 

ასევე, ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული გაიდლაინის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.

 

ჩვენ შეიძლება გადავცეთ თქვენი ინფორმაცია ბიზნესის გადაცემის დროს. როგორც ყველა ბიზნესი, ჩვენ შეიძლება შევუერთდეთ ან შესყიდულ ვიქნეთ სხვა პირის მიერ. ამ შემთხვევაში ჩვენი სამართალმემკვიდრე მიიღებს ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას, მათ შორის თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციაზე მაინც გავრცელდება წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა.

ჩვენ შეიძლება გავცეთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვების დაცვის მიზნით. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ გავცემთ თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა და როდესაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად ჩვენი უფლებების დასაცავად და/ან ვებ-გვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის, სასამართლო გადაწყვეტილების/დადგენილების ან სხვა სახის სამართლებრივი პროცესის უზრუნვლეყოფის მიზნით. ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას,

გავცეთ თქვენი ინფორმაცია შემდეგი მიზნებისათვის: წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის დაცვა და განხორციელება; ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის პირობების ან სხვა ხელშეკრულების დაცვა და განხორციელება; ვებ-გვერდის, მისი მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვა.

 

 

უსაფრთხოება

ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაციის დასაცავად, თუმცა მიიჩნევა, რომ ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს, და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად Beautybox.ge პორტალის და სერვისების ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა.  ამიტომ, ჩვენ ვერ გაძლევთ აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას.

 

 

18 წელს მიუღწეველი პირების შესახებ ინფორმაციას

Beautybox.ge არ აგროვებს პერსონალურ მონაცემებს პირებისგან, ვისაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია. Beautybox.ge-სთვის Beautybox.ge პორტალის ან სერვისების მეშვეობით პერსონალური მონაცემების გადაცემამდე 18 წელს მიუღწეველმა პირებმა უნდა მოიპოვონ ნებართვა მშობლებისგან ან კანონიერი წარმომადგენლებისგან.

 

პერსონალურ მონაცემებზე წვდომა და გაცნობა

თქვენ შეგიძლიათ წვდომა გქონდეთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე მოქმედი კანონმდებლობითა და რეგულაციებით გათვალისწინებული წესით.

 

პოლიტიკის დებულებათა ცვლილება

წინამდებარე პოლიტიკის დებულებები ნებისმიერ დროს ექვემდებარება გადახედვას და შეცვლასთქვენთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ცვლილება, ანდა დამატება ძალაში შედის beautybox.ge-ზე გამოქვეყნებისთანავე. თქვენს მიერ ჩვენი სერვისების გამოყენება ცვლილებების ან დამატებების განხორციელების შემდეგ ნიშნავს თქვენს თანხმობას ახალ პირობებზე. პოლიტიკის პირველი აბზაცი მიანიშნებს იმ თარიღს, თუ როდის მოხდა სარგებლობის პირობების უკანასკნელი ცვლილება.

chatFAQ